რას ვთავაზობთ საგადახდო აგენტებს

სერვისის შესახებ

იურიდიულ პირებს, რომელთაც გააჩნიათ საკუთარი გადახდის არხები (სალაროები, ტერმინალები, აპლიკაციები), ვთავაზიობთ სხვადასხვა ტიპის სერვისებზე (კომუნალური, სახელმწიფო, საფოსტო გზავნილების კომპანიების საფასური, მობილური ოპერატორის შევსება, სესხების დაფარვა და სხვა), ვთავაზობთ სერვის პროვაიდერი კომპანიების ფართო არჩევანს. ჩვენს სისტემაში ჩართული სერვის პროვაიდერი კომპანიების რაოდენობა ფარავს საქართველოს ბაზრის 98%-ს.

ხშირად დასმული კითხვები

როგორ ვისარგებლო სისტემით?

თუ თქვენ ხართ იურიდიული პირი და გსურთ მიიღოთ გადახდები თქვენ დაგჭირდებათ დაკავშირება ჩვენს მხარდაჭერის ჯგუფთან და ისინი მოგაწვდიან საგადახდო არხების ფართო არჩევანს. თუ თქვენ გსურთ განახორციელებინოთ გადახდების მომხმარებლებს სერვისპროვაიდერი კომპანიების სასარგებლოდ, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ თქვენი საგადახდო არხების ჩართვაში ჩვენს სისტემაში, რომელიც აერთიანებს მრავალ კომპანიას.

რას ნიშნავს გადახდების მიღება?

სერვისპროვაიდერ კომპანიებს, რომლებიც თავიანთ მომხმარებლებს სთავაზობენ სხვადასხვა ტიპის მომსახურებას, და სურთ მათ მისცენ გადახდის შესაძლებლობა სხვადასხვა საგადახდო ოპერატორის მეშვეობით. კერძოდ, ჩვენი კომპანია სთავაზობს მათ, ჩვენი არხით სარგებლობის შემთხვევაში, სხვადასხვა ტიპის საგადახდო ობიექტებში მათი სერვისის განთავსებას. ასე სერვისპროვაიდერი კომპანიები მიიღებენ ნებისმიერ გადახდას ჩვენი არხების მეშვეობით.

ვის შეუძლია თქვენი სისტემით სარგებლობა?

ჩვენი სისტემით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას - საფინანსო ინსტიტუტებს, მცირე თუ მსხვილ მწარმოებლებს, იურიდიულ პირებს, რომელთაც გააჩნიათ თავიანთი საგადახდო არხები (სალაროები, ტერმინალები, აპლიკაციები და სხვ.). ასევე ჩვენი სისტემით სარგებლობენ ფიზიკური პირები, რომლებსაც ვთავაზობთ გადახდის სერვისებს myPay-სისტემის მეშვეობით (კომუნალური გადახდები, მობილური ოპერატორები, ტელეკომუნიკაცია, საფოსტო გზავნილების გადახდა, სწრაფი სესხები, სახელმწიფო გადასახადები, დაზღვევა, აზარტული თამაშები, სწავლის გადასახადის გადახდა და სხვა).

სერვის პროვაიდერები