ONLINE PAYMENTS /
სწრაფი გადახდების სისტემა

სწრაფი, უსაფრთხო და სტანდარტიზებული ციფრული გადახდები ერთიან ეკოსისტემაში
UCC-ის Online Payments / სწრაფი გადახდების სისტემა წარმოადგენს ერთიან საგადახდო ინფრასტრუქტურას, რომელიც ბანკებს, ფინანსურ ორგანიზაციებსა და სერვისის მიმწოდებლებს აერთიანებს ერთ ეკოსისტემაში და უზრუნველყოფს მრავალარხიან, უსაფრთხო და სტანდარტიზებულ გადახდებს.
UCC-ის სწრაფი გადახდების სისტემა არის ერთიანი საგადახდო ინფრასტრუქტურა, რომელიც აკავშირებს ბანკებს, ფინანსურ ორგანიზაციებს და სერვისების მიმწოდებლებს ერთ ეკოსისტემაში. პლატფორმა უზრუნველყოფს მრავალფეროვანი გადახდების მიღებას ყველა ძირითად არხში — ციფრულსა და ფიზიკურში — ერთიანი, თანამედროვე და უსაფრთხო ტექნოლოგიური გადაწყვეტის საშუალებით.


ფინანსური ორგანიზაციებისთვის - (ინიციატორებისთვის) სისტემა წარმოადგენს საშუალებას, მარტივად გააფართოვონ თავიანთი საგადახდო არხებში მიმღები პროვაიდერების სია და მომხმარებლებს შესთავაზონ დამატებითი სერვისები.
სერვის პროვაიდერებისთვის (მიმღებებს) კი — საშუალებას, მიიღონ გადახდები ცენტრალიზებულად, სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციის მრავალფეროვანი არხებიდან ერთიანი, სტანდარტიზებული ინტეგრაციით.

სისტემა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა შეესაბამება ინფორმაციული უსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს.

ფინანსური ორგანიზაციებისთვის - ინიციატორებისთვის

UCC-ის Online Payments / სწრაფი გადახდების სისტემა ფინანსურ ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს, სწრაფად და ერთიანი, სტანდარტიზირებული ინტერფეისით, დააინტეგრიონ მრავალფეროვანი სერვისების გადახდის შესაძლებლობა თავიანთ საგადახდო არხებში — ინტერნეტ ბანკში, მობაილ ბანკში, ფიზიკურ ტერმინალებზე, ვებპლატფორმებსა და მობილურ აპლიკაციებში


UCC-ის Online Payments / სწრაფი გადახდების სისტემა ფინანსურ ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს, სწრაფად და ერთიანი, სტანდარტიზირებული ინტერფეისით, დააინტეგრიონ მრავალფეროვანი სერვისების გადახდის შესაძლებლობა თავიანთ საგადახდო არხებში — ინტერნეტ ბანკში, მობაილ ბანკში, ფიზიკურ ტერმინალებზე, ვებპლატფორმებსა და მობილურ აპლიკაციებში.
ეს ნიშნავს, რომ ბანკებსა და ფინანსურ ორგანიზაციებს შეუძლიათ თავიანთ მომხმარებლებს შესთავაზონ სერვისების ფართო კატალოგი ერთ ინტეგრაციაში, ხოლო ტექნიკური და ოპერაციული პროცესები მნიშვნელოვნად გაიმარტივონ.
რა შესაძლებლობებს იძლევა სისტემა:
  • მრავალფეროვანი სერვისების გადახდების მიღებას ყველა არხში (ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკი, ტერმინალები და სხვ.).
  • სერვის პროვაიდერების ფართო ქსელზე ერთიან წვდომა.
  • სტანდარტიზებული, გამარტივებული და სწრაფი ინტეგრაცია.
  • ოპერაციული და ტექნიკური რესურსების ოპტიმიზაცია.
  • მომხარებლის მაღალი ხარისხის და გამჭირვალე გამოცდილებას??

სერვის პროვაიდერების კატეგორიები, რომელთა გადახდებსაც ბანკები იღებენ UCC-ის სწრაფი გადახდების სისტემის საშუალებით:

  • კომუნალური მომსახურებები – ელექტროენერგია, წყალი, გაზი და სხვა;
  • სატელეკომუნიკაციო სერვისები – მობილური და ფიქსირებული ოპერატორები
  • ინტერნეტი და ტელევიზია;
  • საჯარო სამსახურის მომსახურებები და სახელმწიფო მოსაკრებლები
  • დაზღვევა
  • განათელება
  • სხვა კომერციული კომპანიების სერვისები - დივერსიფიცირებული და გაფართოებადი კატალოგი

UCC უზრუნველყოფს ცენტრალიზებულ, უსაფრთხო და მოქნილ გადახდების მექანიზმს, რომელიც ფინანსურ ორგანიზაციებს ეხმარება, მომხმარებლებს შესთავაზონ უფრო მდიდარი, კომფორტული და თანამედროვე სერვისები — მინიმალური ტექნიკური ჩარევით.

სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის (მიმღებებისთვის)

UCC-ის Online Payments / სწრაფი გადახდების სისტემა სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, მოიზიდონ უფრო მეტი მომხმარებელი და შეთავაზონ გადახდის მოქნილი, მრავალარხიანი მეთოდი — ერთი ცენტრალიზებული ინტეგრაციით.
ჩვენ  საშუალებას ვაძლებთ კომპანიებს ჰქონდეთ წვდომა ყველა ძირითად საგადახდო არხზე , მათ შორის: მობაილ ბანკი, ინტერნეტ ბანკი, ფიზიკური ტერმინალები, ბანკის ფილიალები, ვებპლატფორმები, მობილური აპლიკაციები და სხვა ციფრული პლატფორმები. ეს ნიშნავს, რომ თქვენი მომხმარებლები შეძლებენ გადახდის განხორციელებას იქ, სადაც მათთვის ყველაზე მოსახერხებელი და კომფორტულია.
სისტემაამარტივებს ტექნიკურ პროცესებს, ამცირებს ინტეგრაციის ხარჯებს და უზრუნველყოფს გადახდების მიღების სტაბილურ, უსაფრთხო და გამჭვირვალე გარემოს.
ვინ შეიძლება ჩაერთოს სისტემაში:
  • მობილური და სატელეკომუნიკაციო ოპერატორები
  • კომუნალური მომსახურების პროვაიდერები
  • ონლაინ პლატფორმები და ციფრული სერვისები
  • ინტერნეტის და ტელევიზიის მიმწოდებლები
  • საგანმანათლებლო, საფინანსო და სხვა კერძო ორგანიზაციები
  • სახელმწიფო უწყებები და საჯარო სერვისების მიმწოდებლები
და სხვა
UCC ქმნის ერთიან ინფრასტრუქტურას, რომელიც სერვისის მიმწოდებლებს საშუალებას აძლევს, გადახდები, მარტივად და უსაფრთხოდ მიიღონ, ფინანსური ორგანიზაციების სხვადასხვა არხებიდან — ერთი პლატფორმით, მინიმალური ძალისხმევით.
გაინტერესებთ ჩვენი გადაწყვეტილებების ნახვა?