UCC-ის MY PAY ინტერნეტ ეკვაირინგი გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ პლასტიკური ბარათით გადახდები პირდაპირ თქვენს ვებგვერდზე ან მობილურ აპლიკაციაში - სწრაფად, უსაფრთხოდ და მოქნილი ინტეგრაციის მოდელების გამოყენებით.
თუ თქვენს კომპანიას აქვს ვებგვერდი /აპლიკაცია, სთავაზობს მომხმარებელს სერვისს ან პროდუქტს და სურს გადახდის პროცესი გახადოს კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული, მაშინ თქვენთვის იდეალური გადაწყვეტილებაა ჩვენი ინტერნეტ ეკვაირინგის სერვისი — პლასტიკური ბარათებით გადახდების მიღება პირდაპირ თქვენი ვებგვერდიდან ან აპლიკაციიდან. ეს მექანიზმი მნიშვნელოვნად ამარტივებს მომსახურების მიწოდებას როგორც კომპანიისთვის, ასევე მისი მომხმარებლისთვის: გადახდა ხორციელდება სწრაფად, უსაფრთხოდ და დამატებითი ქმედებების გარეშე.
UCC-ის ინტერნეტ ეკვაირინგი წარმოადგენს სრულფასოვან საგადახდო სერვისს, რომელიც სრულად განთავსებულია ონლაინ გარემოში. UCC, ექვაირერ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს საქმიანობას როგორც სუბ-ექვაირერი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას სხვადასხვა კომპანიებს შევთავაზოთ ბარათით გადახდების მიღების მოქნილი და უსაფრთხო ინფრასტრუქტურა.
მერჩანტს (ვებგვერდის ან მობილური აპლიკაციის მქონე სავაჭრო/სერვისის მიმწოდებელ ობიექტს) შეუძლია გადახდის გვერდი ჩაშენოს პირდაპირ საკუთარ პლატფორმაზე — მისივე დიზაინით, ან გამოიყენოს UCC-ის სტანდარტული გადახდის გვერდი გადამისამართების გზით. ეს მოქნილი არჩევანი კომპანიებს აძლევს საშუალებას შეარჩიონ მათთვის ოპტიმალური ინტეგრაციის მეთოდი, მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული გამოცდილების შესაქმნელად.
რა არის ინტერნეტ ეკვაირინგი? ინტერნეტ ეკვაირინგი არის სერვისი, რომელიც კომპანიას აძლევს საშუალებას მიიღოს ონლაინ ბარათით გადახდები — Visa, Mastercard და სხვა საერთაშორისო საბარათე სისტემებიდან. იგი მოიცავს:
უსაფრთხო გადახდის გვერდის გენერირებას;
ტრანზაქციის დამუშავებას რეალურ დროში;
ბარათის მონაცემების დაცვას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (PCI DSS, 3D Secure);
წარმატებული და წარუმატებელი გადახდების მონიტორინგს;
ანგარიშგებასა და სრულ ანალიტიკას.
UCC-ის ინტერნეტ ეკვაირინგი არის თქვენი ბიზნესის შესაძლებლობა, მომხმარებლებს შესთავაზოთ სწრაფი, სანდო და უსაფრთხო გადახდის მეთოდი — ერთი ინტეგრაციით.