ონლაინ გადახდების მიღება პლასტიკური ბარათებით თქვენს ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაში
MY PAY ინტერნეტ ექვაირინგი არის თანამედროვე საგადახდო სერვისი ბიზნესებისთვის, რომლებიც სთავაზობენ მომხმარებლებს ონლაინ გადახდებს Visa, Mastercard და სხვა საერთაშორისო საბარათე სისტემებით. სერვისი უზრუნველყოფს სწრაფ, უსაფრთხო და კომფორტულ გადახდებს, მოქნილ ინტეგრაციას (ჩაშენებული გადახდის გვერდი ან გადამისამართება), PCI DSS და 3D Secure სტანდარტებთან შესაბამისობას, ასევე ტრანზაქციების სრულ კონტროლსა და ანალიტიკას — ერთიანი ინტეგრაციის ფარგლებში.
MY PAY - ინტერნეტ ეკვაირინგი პლასტიკური ბარათით გადახდა თქვენს ვებგვერდზე
თუ თქვენს კომპანიას აქვს ვებგვერდი /აპლიკაცია, სთავაზობსმომხმარებელს სერვისს ან პროდუქტს და სურს გადახდის პროცესი გახადოს კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული, მაშინ თქვენთვის იდეალური გადაწყვეტილებაა ჩვენი ინტერნეტ ეკვაირინგის სერვისი — პლასტიკური ბარათებით გადახდების მიღება პირდაპირ თქვენი ვებგვერდიდან ან აპლიკაციიდან. ეს მექანიზმი მნიშვნელოვნად ამარტივებს მომსახურების მიწოდებას როგორც კომპანიისთვის, ასევე მისი მომხმარებლისთვის: გადახდა ხორციელდება სწრაფად, უსაფრთხოდ და დამატებითი ქმედებების გარეშე.
UCC-ის ინტერნეტ ეკვაირინგი წარმოადგენს სრულფასოვან საგადახდო სერვისს, რომელიც სრულად განთავსებულია ონლაინ გარემოში. UCC, ექვაირერ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს საქმიანობას როგორც სუბ-ექვაირერი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას სხვადასხვა კომპანიებს შევთავაზოთ ბარათით გადახდების მიღების მოქნილი და უსაფრთხო ინფრასტრუქტურა.
მერჩანტს (ვებგვერდის ან მობილური აპლიკაციის მქონე სავაჭრო/სერვისის მიმწოდებელ ობიექტს) შეუძლია გადახდის გვერდი ჩაშენოს პირდაპირ საკუთარ პლატფორმაზე — მისივე დიზაინით, ან გამოიყენოს UCC-ის სტანდარტული გადახდის გვერდი გადამისამართების გზით. ეს მოქნილი არჩევანი კომპანიებს აძლევს საშუალებას შეარჩიონ მათთვის ოპტიმალური ინტეგრაციის მეთოდი, მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული გამოცდილების შესაქმნელად.
რა არის ინტერნეტ ეკვაირინგი?
ინტერნეტ ეკვაირინგი არის სერვისი, რომელიც კომპანიას აძლევს საშუალებას მიიღოს ონლაინ ბარათით გადახდები — Visa, Mastercard და სხვა საერთაშორისო საბარათე სისტემებიდან. იგი მოიცავს:
უსაფრთხო გადახდის გვერდის გენერირებას;
ტრანზაქციის დამუშავებას რეალურ დროში;
ბარათის მონაცემების დაცვას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (PCI DSS, 3D Secure);
წარმატებული და წარუმატებელი გადახდების მონიტორინგს;
ანგარიშგებასა და სრულ ანალიტიკას.
UCC-ის ინტერნეტ ეკვაირინგი არის თქვენი ბიზნესის შესაძლებლობა, მომხმარებლებს შესთავაზოთ სწრაფი, სანდო და უსაფრთხო გადახდის მეთოდი — ერთი ინტეგრაციით.