რეალურ დროში ფინანსური ვალდებულებების ინფორმირება და გადახდების გამარტივება
UCC-ის ნოტიფიკაციების სერვისი უზრუნველყოფს დავალიანებების, კომუნალური გადასახადების, საპატრულო და პარკინგის ჯარიმების შესახებ ინფორმაციის ავტომატურ და რეალურ დროში გაცვლას გადახდის ინიციატორებსა და გადახდის მიმღებ ორგანიზაციებს შორის. სტანდარტიზებული და ზუსტი მონაცემები ამარტივებს გადახდის პროცესს, ზრდის გადახდების ეფექტიანობას და აუმჯობესებს როგორც ბიზნესების, ისე მოქალაქეების გამოცდილებას.
UCC-ის ნოტიფიკაციების სერვისი უზრუნველყოფს დავალიანებების, კომუნალური გადასახადების, საპატრულოსა და პარკინგის ჯარიმების, ასევე სხვა ფინანსური ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის ავტომატურ და რეალურ დროში გაცვლას გადახდის ინიციატორებსა და გადახდის მიმღებ ორგანიზაციებს შორის.
სერვისში ჩართული მხარეები იღებენ ზუსტ, დროულ და სტანდარტიზებულ ინფორმაციას, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს გადახდის პროცესს როგორც ბიზნესებისთვის, ისე მოქალაქეებისთვის.
გადახდის მიმღები ორგანიზაცია (კომუნალური კომპანია, საპატრულო, პარკინგი) აფიქსირებს ახალ დავალიანებას.
ინფორმაცია რეალურ დროში, სტანდარტიზებული ფორმატით იგზავნება UCC-ში.
UCC ლაივ რეჟიმში ამუშავებს მიღებულ მონაცემს და დაუყოვნებლივ გადასცემს გადახდის ინიციატორს (მაგ. ბანკს).
გადახდის ინიციატორი (ბანკი) მომხმარებელს მაშინვე უჩვენებს ახალი დავალიანების შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ/მობაილ ბანკში და ასევე მობილური მოწყობილობის ეკრანზე გამოაქვს შეტყობინება დავალინების შესახებ.
მომხმარებელი იღებს ზუსტ ინფორმაციას და სურვილის შემთხვევაში მყისიერად ახორციელებს გადახდას.
რა სარგებელს ქმნის სერვისი?
მომენტალური ინფორმირება — მოქალაქე რეალურ დროში ხედავს ჯარიმებსა და კომუნალურ დავალიანებებს.
ვადაგადაცილებების პრევენცია — დავალიანება აღარ რჩება შეუმჩნეველი.
მიმღები ორგანიზაციებისთვის იზრდება გადახდების ეფექტიანობა.
გამარტივებული პროცესები ინიციატორებისთვის — მონაცემთა ავტომატური მიღება/გაგზავნა.
ომხმარებლის კომფორტი — ყველა ვალდებულება ერთ სივრცეში ჩანს, დეტალური ინფორმაციით.