UCC-ის ვერიფიკაციის სერვისი წარმოადგენს უსაფრთხოებისა და ავთენტურობის უზრუნველყოფის მექანიზმს, რომელიც გამოიყენება Pay-აპარატებიდან განხორციელებული ყველა ტიპის გადახდაზე — იქნება ეს მომსახურების საფასური, გადასახადი, ან თანხის ჩარიცხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.
სერვისი აერთიანებს როგორც მარტივ მომხმარებლურ გამოცდილებას, ისე მაღალ ტექნიკურ სტანდარტებს:
ფეი-აპარატიდან თანხის ჩარიცხვის დროს, იმისათვის რომ მომხმარებელმა შეძლოს ტრანზაქციის შესრულება, მას ეგზავნება ერთჯერადი SMS კოდი (OTP), რომელიც გენერირდება და იგზავნება UCC-ის უსაფრთხო პლატფორმიდან. კოდის შეყვანა ქმნის დამატებით დამცავ შრეს და უზრუნველყოფს, რომ ოპერაცია შესრულდება მხოლოდ ავტორიზებული პირის მიერ. მომხმარებლისთვის ტრანზაქციის შესრულება შესაძლებელია მხოლოდ OTP-ის სწორად შეყვანის შემდეგ.
OTP-ის გაგზავნამდე UCC ახორციელებს მრავალსაფეხურიან ვერიფიკაციას — ამოწმებს ბანკებისგან მოწოდებული მომხმარებლის მონაცემების სიზუსტესა და ნამდვილობას. ეს პროცესი უზრუნველყოფს ტრანზაქციის სანდოობას, რისკების მინიმალიზაციას და კიბერუსაფრთხოების მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობას.
UCC-ის ვერიფიკაციის სერვისი გთავაზობთ:
- უსაფრთხო და დაცულ ტრანზაქციებს
- OTP-ის (ერთჯერადი კოდის) სწრაფ და სტაბილურ გენერაცია/გაგზავნას
- ბანკებთან მომხმარებლის მონაცემების სანდოობის გადამოწმებას
- თაღლითობისა და რისკების შემცირებას
- კომპორტული და მარტივი გადახდის გამოცდილებას