ჩვენი ისტორიასაქართველოს საფინანსო სისტემის სრულყოფის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის მიზნით, სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ, ეროვნული ბანკის მონაწილეობით, წამოაყენა ინიციატივა, შექმნილიყო მოსახლეობის საცალო გადასახადების ანგარიშსწორების ერთიანი ცენტრი.
ამ ინიციატივის საფუძველზე, 2008 წელს, ქვეყნის კომერციულმა ბანკებმა დააფუძნეს კომპანია სს „გაერთიანებული კლირინგ ცენტრი“.
საწყისი იდეა იყო მკაფიო:
ერთი ცენტრალური პლატფორმა, რომელიც გაამარტივებდა ყველა ტიპის საცალო გადასახდების მიღებას და დამუშავებას სხვადასხვა გადახდის არხიდან.
დღეს უკვე UCC წარმოადგენს ქვეყნის გადახდების ეკოსისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ საყრდენს – ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს ბანკებს, კომპანიებსა და სხვადასხვა დაწესებულებებს საერთო, სტაბილურ და უსაფრთხო საგადახდო სივრცეში.
ჩვენი მისიაჩვენი მისიაა საქართველოს საგადახდო, ეკოსისტემის გამარტივება და განვითარება, მაღალი უსაფრთხოების, სანდოობისა და ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით.
ვქმნით პლატფორმას, სადაც:
- გადახდები ხორციელდება სწრაფად და შეუფერხებლად;
- მონაცემები დაცულია;
- პარტნიორებმა იციან, რომ ეყრდნობიან სანდრო ისფრასტრუქტურას;
ჩვენი ხედვაჩვენი ხედვაა, რომ UCC გახდეს ქვეყნის ციფრული გადახდების ინფრასტრუქტურის მთავარი სტანდარტი — უსაფრთხოებით, სანდოობითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით.
ვმუშაობთ იმაზე, რომ:
- ყველა მნიშვნელოვანი საგადახდო არხი იყოს მოქცეული ერთიან, სტაბილურ და მაღალტექნოლოგიურ პლატფორმაში;
- ბანკებს, სახელმწიფო სექტორსა და ბიზნესებს შევთავაზოთ ინოვაციური, გამჭვირვალე და ეფექტური გადაწყვეტილებები;
- მომხმარებლებს ჰქონდეთ მარტივი, სწრაფი და უსაფრთხო ტრანზაქციების გარემო;
ჩვენი სამომავლო ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილი არის:- არსებული პროდუქტების მუდმივი განვითარება და დახვეწა
- ახალი, თანამედროვე და მოქნილი fintech-გადაწყვეტილების შექმნა
- სერვისების გაფართოება ქვეყნის ფარგლებს გარეთაც — პარტნიორული პროექტებისა და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ფორმატში.
UCC-ის მიზანია იყოს ინფრასტრუქტურა, რომელსაც ენდობიანდა რომელიც მუდმივად ვითარდება, ემატება ახალი შესაძლებლობები და იზრდება ტექნოლოგიური სტანდარტებით.ჩვენი ღირებულებებისანდოობაჩვენი მთავარი პრინციპია სტაბილურობა. სისტემები, რომლებსაც ვმართავთ, უნდა მუშაობდეს შეუფერხებლად – ყოველდღე, ყოველ წუთსა და წამში.
უსაფრთხოებამონაცემთა დაცვა, რისკების მართვა და შესაბამისობა რეგულაციებთან ჩვენი საქმიანობის ფუნდამენტია.
ინოვაციათვალს ვადევნებთ ტექნოლოგიურ ტენდენციებს და მუდმივად ვავითარებთ ინფრასტრუქტურას, რათა მომხმარებლებსა და პარტნიორებს შევთავაზოთ თანამედროვე, მოქნილი გადაწყვეტილებები.
გამჭვირვალობავმუშაობთ ღიად, პასუხისმგებლობით და მაღალი ეთიკური სტანდარტებით – როგორც პარტნიორებთან, ისე რეგულატორებთან.
გუნდის ერთობაჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობა არის პატარა, მაგრამ ძალიან ძლიერი გუნდი – პროფესიონალები, რომლებიც ერთიანად მუშაობენ საერთო მიზნებისთვის. თითოეული თანამშრომელი ჩვენი საერთო წარმატების ნაწილია.
რა როლს ვირგებთ დღესდღეს UCC უზრუნველყოფს:
- საცალო გადასახდების სრულ ციკლს – მიღებიდან ანგარიშსწორებამდე
- გადახდების ინიციატორებსადა მიმღებ კომპანიებს შორის ანგარიშსწორების ტექნიკურ და ოპერაციულ შუამავლობას
- სვადასხვა საგადახდო არხის ინტეგრაციას ერთიან პლატფორმაზე (მობილური და ინტერნეტ ბანკი, ტერმინალები, ფილიალები ,ვებგვერდები,აპლიკაციები);
- მაღალი მოცულობის ტრანზაქციების დამუშავებას უსაფრთხოდ და სტაბილურად
ჩვენი ინფრასტრუქტურა ყოველდღიურად ემსახურება ათასობით კომპანიას და მილიონობით ტრანზაქციას – შეუმჩნევლად,რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მთელი სისტემისთვის.ვისთან ვთანამშრომლობთჩვენი პარტნიორები არიან:
- საქართველოს წამყვანი კომერციული ბანკები
- სახელმწიფო უწყებები და მუნიციპალური ორგანიზაციები
- უმსხვილესი კომპანიები სხვადასხვა სექტორიდან, რომლებიც ჩვენს პლატფორმას იყენებენ გადასახადების მისაღებად
- სხვადასხვაფინანსური და ტექნოლოგიური ორგანიზაციები, რომლებიც ეყრდნობიან UCC-ის ინფრასტრუქტურას.
ჩვენ ვქმნით ეკოსისტემას, სადაც სხვადასხვა სეგმენტის მონაწილეები ერთიან საგადახდო სივრცეში ერთიანდებიან – უსაფრთხოდ და ეფექტიანად.რით ვართ განსაკუთრებით ამაყებიჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ იმით, რომ:
- UCC არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე საიმედო საგადახდო მომსახურებების პროვაიდერი
- ჩვენი პლატფორმა მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს სტაბილურად და შეუფერხებლად
- ჩვენს ინფრასტრუქტურას ენდობა ქვეყნის წამყვანი ბანკები, მსხვილი კომპანიები და სახელმწიფო უწყებები
- ჩვენს გუნდს შეუძლია მცირე რესურსით შექმნას ეროვნული მნიშვნელობის მასშტაბის გადაწყვეტილებები
- მუდმივად ვანახლებთ სისტემებს და ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ თანამედროვე მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებს
ჩვენი ისტორია — 2008 → დღემდე2008 წელს, სახელმწიფოსა და ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში, UCC დაფუძნდა როგორც ქვეყნის საცალო გადახდების ანგარიშსწორების ერთიანი ცენტრი.
წლების განმავლობაში, სტაბილური ოპერირებისა და მაღალი პასუხისმგებლობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა UCC-ს მიანიჭა „მნიშვნელოვანი პროვაიდერის“ სტატუსი — რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ორგანიზაცია წარმოადგენს კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას ქვეყნის ფინანსური სისტემისთვის.
ამ სტატუსმა კიდევ უფრო გააღრმავა ჩვენი პასუხისმგებლობა და ხელი შეუწყო მომსახურების ხარისხის, უსაფრთხოების და ტექნოლოგიური სტანდარტების მუდმივ ზრდას.
დღეს UCC უკვე ათწლეულზე მეტია წარმოადგენს პლატფორმას, რომელსაც ენდობა:
- საქართველოს წამყვანი კომერციული ბანკები
- სახელმწიფო სტრუქტურები
მსხვილი კერძო ორგანიზაციები და მილიონობით მომხმარებელი ყოველდღიურ გადახდებში.ჩვენ ამით არ ვჩერდებით — UCC-ს აქვს ფართომასშტაბიანი გეგმები პროცესინგის, მონაცემთა უსაფრთხოების, ციფრული გადახდების და რეგიონული გაფართოების მიმართულებით.ჩვენი მიზანია, მომავალ წლებშიც შევქმნათ უფრო ინოვაციური, უფრო მოქნილი და უფრო უსაფრთხო საგადახდო ეკოსისტემა.